დავით ნარმანია: სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მხარდაჭერას გავუწევთ

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო სახლის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
სარეაბილიტაციო სახლი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის შეიქმნა და იქ სხვადასხვა პერიოდულობით 27 ბავშვი გადის რეაბილიტაციას.
როგორც დავით ნარმანიამ სახლის პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მერია სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებს მხარდაჭერას გაუწევს.
„მე აქამდეც ძალიან ხშირად სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობდი ამ ბავშვების მხარდამჭერ აქციებში, თუმცა, ახლა ვიღებ ვალდებულებას, რომ მათზე თბილისის მერიამ იზრუნოს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პრეზენტაციაზე თბილისის მერი და აშშ ელჩი სარეაბილიტაციო სახლის საპატიო წევრებად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები