მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი მოწმე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოწმეთა ჩამონათვალში წერია ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალში ყოფნა არ გულისხმობს, რომ მას ბრალდებულის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.
„მოწმეთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ჯერჯერობით მოწმეთა ჩვენებებს არ გავცნობივარ“, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები