შსს-მ თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი: 1989 წელს დაბადებული ამირან ა, 1978 წელს დაბადებული მამუკა ა, 1982 წელს დაბადებული იაგო გ. და 1986 წელს დაბადებული ლევან გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მოქალაქეებისგან ავტომანქანებს და ავტომანქანების ძარებს ყიდულობდნენ, შემდეგ მათი გაყალბებული „ვინკოდები“ და სახელმწიფო ნომრები იმავე მარკისა და მოდელის ავტომანქანებზე თაღლითურად გადაჰქონდათ. გაყალბებულ „ვინკოდიან“ ავტომანქანებს, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში გირავნობით ტვირთავდნენ, რითიც ამ ორგანიზაციებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ორგანიზაციებისათვის მიყენებულმა ზიანმა 85 257 ლარი შეადგინა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DkJSWKHjBXk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები