თბილისში იწვიმებს

სინოპტიკოსები დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, ნალექს  ზოგიერთ რეგიონშიც ელოდებიან, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც  ზოგან სეტყვაც არის ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოში დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ბარში 27-32 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 25-30, მაღალ მთაში კი 24-29.
აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ბარში 29-32 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 27-32, ხოლო მაღალ მთაში 24-29.
დაუბერავს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერი 32 გრადუსამე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები