რუსეთის “მიგ-29” ასტრახანში ჩამოვარდა

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი “მიგ-29” ასტრახანში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურ ვიქტორ ბონდარევზე დაყრდნობით ავრცელებენ. მისი განცხადებით,  წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი საავიაციო ტექნიკის გაუმართაობა გახდა. 
“მოხდა კატასტროფა, მფრინავი დაიღუპა. მიმდინარეობს მუშაობა მიზეზების დასადგენად”, – აღნიშნა ბონდარევმა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები