ავღანეთიდან 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი დაბრუნდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი ზაზა ჩხაიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში მშვიდობით დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
მეორე ეტაპზე სამშობლოში 23-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება.

10349899_811841188848625_4773192519490776348_n

10403122_811841195515291_8307834055050325169_n

10408067_811841065515304_1627049322372996946_n

10429451_811841252181952_3552563118504444283_n

10483937_811841285515282_7555806659904828496_n

10492151_811841418848602_3794042837417059432_n

10550884_811841028848641_473873097661747373_n

10568879_811841468848597_5059472989408515099_n

10568885_811841165515294_7318148659541407081_n

10576926_811841408848603_2645410964201810881_n

aaa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები