“ჩვენს ხელისუფლებას დამოუკიდებელი, ან საკუთარი ტელეარხის ფლობის სურვილი რომ ჰქონოდა, ბატონი ბიძინა “მე-9 არხს” არ დახურავდა”

გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა კიწმარიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ეროსის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა და ის უნდა იყოს გამოძიებული. მე ვიცი, რომ მუშაობენ შესაბამისი უწყებები ამ ფაქტის სრულად გამოსაძიებლად. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კომენტარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებებზეც გააკეთა, რომლის თანახმად, კიწმარიშვილის გარდაცვალება ხელისუფლების სურვილს უკავშირდება , ზეგავლენა ჰქონდეს “რუსთავი 2”-ზე.
“ამ აბსურდულ და უზნეო ბრალდებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენს ხელისუფლებას დამოუკიდებელი, ან საკუთარი ტელეარხის ფლობის სურვილი რომ ჰქონოდა, შარშან ბატონი ბიძინა “მე-9 არხს” არ დახურავდა, თანაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ ადამიანების უზნეო განცხადებებზე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები