„კვირას“ და ნინელი ჭანკვეტაძის ფონდის ერთობლივი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

   „მზე ჩვენს სახლებში“ – ამ სახელწოდების საქველმოქმედო გამოფენა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაიმართა. ნინელი ჭანკვეტაძის ფონდ „ჩემი სახლის“ ორგანიზებული ღონისძიება „კვირას“ მხარდაჭერით სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ „ჯინო ფერედაისში“ ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მუსიკალური მხარდამჭერი, ცნობილი მომღერალი სალომე ბაკურაძე იყო. პარლამენტარ ანი მიროტაძის ინიციატივით გამართული ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის” სოციალურად დაუცველი ბავშვების საზაფხულო ბანაკით უზრუნველსაყოფად მოეწყო. ამ მიზნით ფოტოხელოვან ლაშა ღუღუნიშვილის ფოტოგამოფენა, ასევე „ჩვენი სახლის” აღსაზრდელების ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
„კვირა“ ნინელი ჭანკვეტაძეს ესაუბრა.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც სოციალურად დაუცველი ბავშვების ფეხზე დაყენებაში მონაწილეობს. დღეს ერთ-ერთი ასეთი საღამო შედგა. იმედი მაქვს, რომ ბევრი გამოხმაურება გვექნება და ჩვენ ყველა ერთად ვიზრუნებთ ამ ბავშვების მომავალზე. მთავარია, როცა ამ სახლიდან გავლენ, ამ ბავშვებმა არ გაიზიარონ თავისი მშობლების ბედი და საზოგადოების სრულყოფილი წევრები გახდნენ. ეს, პირველ რიგში, ჩვენ, ჩვენს ოჯახებს და შვილებს გვჭირდება, რომ მათ გვერდზე სოციალურად დაუცველი ფენა არ არსებობდეს“,-აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ „კვირასთან“ საუბარში.

10567547_872349422793352_556385880_n

10569893_872349426126685_1994946230_n

10545188_872349439460017_1242572632_o

10558633_872349436126684_1203121346_o

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=REnzrzMt6Qw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები