რეჟისორი ლილი იოსელიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

    ცნობილი ქართველი ხელოვანი და სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი, დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
პირველი ქართველი რეჟისორი ქალბატონის ცხედარი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ლილი იოსელიანი 92 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
რეჟისორის სახელს არაერთი ცნობილი სპექტაკლი და კინოროლი უკავშირდება.
ავადმყოფობის მიუხედავად, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მუშაობა ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია. ქართველი რეჟისორი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი 1922 წლის 25 მარტს დაიბადა.
1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946-1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1949-1957, 1960-1962 და 1965-1966 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1957-1960, 1962-1963, 1966-1969 წლებში – გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1963-1965 წლებში – თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1969-1972 წლებში – რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები