გოგონას სახიდან ორკილოგრამიანი სიმსივნე მოკვეთეს (ვიდეო)

ჰაიტელ15 წლის ჰენიგლიზ დორვიალს 12- საათიანი ოპერაციის შემდეგ სახიდან ორკილოგრამიანი სიმსივნე მოკვეთეს. ხანგრძლივი ტკივილების გამო გოგონამ სკოლაში სიარულს თავი დაანება და უშნო გარეგნობის გამოც არავის არ ეკონტაქტებოდა.
ექიმები შიშობენ, რომ გოგონას შესაძლოა, მარცხენა თვალზე პრობლემები შეექმნას და მხედველობა დაკარგოს. გოგონას დაავადება ცხვირთან პატარა წამონაზარდით დაეწყო, შემდეგ კი სახეზე მთლიანად მოედო. გოგონას თქმით, ამ დაავადების გამო მას მთელი ცხოვრება დაუმახინჯდა და მხოლოდ მისი და ემეგობრებოდა. ოპერაციის ხარჯები ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა. ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა, აშშ-ის შტატ ვირჯინიაში გაუკეთეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CdblQvpWWMo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები