კატამ ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

შტატ კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში კატამ ძაღლის თავდასხმისგან პატარა ბიჭუნა გადაარჩინა. ინციდენტი ასევე დააფიქსირა უსაფრთხოების სისტემის ვიდეოკამერამ. კატამ უკვე დაიპყრო ინტერნეტსივრცე და სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სეირნობს ველოსიპედით ეზოში პატარა ბიჭი. უცებ ბავშვს მეზობლის ლაბრადორი მიუახლოვდება, მას ფეხზე უკბენს და ცდილობს, წაათრიოს, თუმცა ამ მომენტში კატა გამორბის და ძაღლს ახტება, რის შედეგადაც ძაღლი გაიქცევა. ამ დროს ბავშვის დედა შეესწრება ინციდენტს და ბავშვს საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც მას ჭრილობაზე 10 ნაკერი დაადეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=C-Opm9b2WDk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები