ლილი იოსელიანი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი, ლილი იოსელიანი გარდაიცვალა. ავადმყოფობის მიუხედავად, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მუშაობა ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია. ქართველი რეჟისორი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი 1922 წლის 25 მარტს დაიბადა.
1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946-1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეთარის დამდგმელი რეჟისორი. 1949-1957, 1960-1962 და 1965-1966 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1957-1960, 1962-1963, 1966-1969 წლებში – გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1963-1965 წლებში – თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1969-1972 წლებში – რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი.
ლილი იოსელიანი 1945 წლიდან დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები