ბრიტანეთის ელჩი საქართველოში სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აფასებს

   საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება შეაფასა. ელჩის თქმით, ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცა უნდა გამოირიცხოს და ეს შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც.
“ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა იყო. ნებისმიერ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცა. ეს შეეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსაც. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონისთვის ძალზედ მგრძნობიარე პერიოდია. საქართველომ უნდა აჩვენოს ერთიანობა და ოპოზიციასთან მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა”, – განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით კუს ტბაზე გამართული საქველმოქმედო მარათონისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით 27 მარტს, 13:00 საათზე, დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები