62 წლის ქალბატონმა ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო

62 წლის ქალბატონმა ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ქაშიბაძის ინფორმაციით, ქალბატონს სხეულის 16 პროცენტი აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა მძიმეა.  როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 62 წლის ქალბატონმა ლეღვის ნახარში გარუჯვის მიზნით წაისვა. ქაშიბაძე არ აკონკრეტებს შემთხვევა თბილისში მოხდა თუ რაიონში.

ამასთან, დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, 21 წლის გოგონას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, გარუჯვის მიზნით ლეღვის ნახარში არ გამოიყენონ, რადგან ქიმიური დამწვრობის გარდა ვერაფერს მიიღებენ. მისივე რჩევით, ჯობია ლეღვი ხილად მიირთვან, ვიდრე სხეულზე წაისვან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები