„უკვე ორი წელი ხდება, ერთად აღარ ვართ“

  უკვე ორი წელი ხდება, რაც ერთად აღარ ვართ – ამის შესახებ „კვირას“ მომღერალმა მარიამ როინიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მას არ სურს დანარჩენ დეტალებზე საჯაროდ ისაუბროს.
„მეუღლესთან გაშორების ფაქტს ვადასტურებ, თუმცა არ მსურს დეტალებზე ვისაუბრო. მიმაჩნია, რომ ჩემი პირადი ცხოვრების გამომზეურება ლამაზი არ არის. უკვე ორი წელი ხდება ერთად აღარ ვართ“, – განაცხადა მარიამ როინიშვილმა.
შეგახსენებთ: მარიამ როინიშვილი 2010 წელს ცოლად გაჰყვა გიორგი მახარაძეს, მათ 3 წლის გოგონა – ელენე ჰყავთ. გიორგი პროფესიით მსახიობია. წყვილმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და დაოჯახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები