ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

  პრემიერ–მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების ოდენობა განისაზღვრება მთიან რეგიონებში 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია იქმნება. კომისიამ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა. კომისია ითანამშრომლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან.
კომისიის შემადგენლობაში შევლენ ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები.
პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა 1 ივნისიდან ამოქმედდება. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო უკვე ახორციელებს არაერთ პროგრამას. მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა უკვე უფასოა. იგეგემება სხვა კომპლექსური ღონისძიებები დემოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები