პლანეტის ყველაზე ხანშიშესულმა ქალბატონმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა

  იაპონელი ქალბატონი თავს არაფერს არ უკრძალავს და დიდხანს ძილიც უყვარს. ყველაზე ხანშიშესულმა იაპონელმა მისაო ოკავამ 116-ე დაბადების დღე აღნიშნა. “ყოველთვის ბევრ გემრიელ საჭმელს მივირთმევდი. ალბათ ამაში არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც და მთავარია კარგად გამოძინება”, – განაცხადა პლანეტის ყველაზე ხანშიშესულმა ადამიანმა.
მისაო ოკავა 1898 წლის 5 მარტს დაიბადა. მისი მშობლები კიმონოს მაღაზიის მფლობელები იყვნენ. მან ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სამი შვილი გააჩინა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ შექმნია.
ქალბატონი ოკავა მას შემდეგ აღიარეს ყველაზე ხანშიშესულ ქალბატონად, რაც 2013 წლის ივნისში 117 წლის ასაკში ძიროემონ კიმურა გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები