საუდის არაბეთის მეფე გარდაიცვალა

გუშინ ღამით, საუდის არაბეთის მეფე, აბდულა ბინ აბდულაზიზი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “სიენენი” იუწყება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჰოსპიტალში მკურნალობდა. გუშინ ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი მწვავე პნევმოინია გახდა. მეფის ინტრონიზაცია 2005 წლის 2 აგვისტოს გაიმართა. ქვეყანას აბდულა 8 წლის განმავლობაში მართავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას სამეფო ტახტზე სალმან იბნ აბდულაზიზ ალ – საუდი შეცვლის. 79 წლის სლ-საუდი, გარდაცვლილი მეფის ნახევარძმაა. 2011 წლიდან ის საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები