აშშ-ს პრეზიდენტის საკრედიტო ბარათი ნიუ-იორკის რესტორანში საეჭვოდ მიიჩნიეს და არ მიიღეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ნიო-იორკის რესტორანში თავისი საკრედიტო ბარათით საფასურის გადახდა ვერ შეძლო. ბარაკ ობამას ბარათი საეჭვოდ მიიჩნიეს. ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინციდენტი ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გახმაურდა. შემთხვევა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას დაემთხვა,  როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობა გადაწყვიტა. ცნობა თავად ობამამ გაავრცელა, როდესაც საბანკო გადარიცხვების უსაფრთხოების შესახებ სიტყვით გამოდიოდა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის იმდენად იშვიათად სარგებლობს საკრედიტო ბარათით, რომ საბანკო უსაფრთხოების სისტემამ საეჭვოდ ჩათვალა და გადახდის უფლება არ მისცა. ბარაკ ობამას სიტყვებით, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სადილის საფასური მისმა მეუღლემ მიშელმა გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები