მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ტერმინის „თვითგამორკვევა“ გამოყენებით ხდება ქვეყნის მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვედზე წერს.
„გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.
“თვითგამორკვევა” ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის “დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის” საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს“, – წერს სააკაშვილი და ასევე აქვეყნებს ვიდეოს სახელწოდებით: „წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=z-niWIODgGI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები