“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ვ. გორგასლის N111-ში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრას დელეგატთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ლევან ჯაფარიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები