“სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა” – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა
“საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
“წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.