ფეისბუქი უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით ინტერნეტს გაავრცელებს

0

კომპანია ფეისბუქი უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით  განვითარებადი ქვეყნებისთვის ინტერნეტის მიწოდებას აპირებს, – ამის შესახებ სამიტზე კომპანია „Social Good“-ის კვლევითი განყოფილების წარმომადგენელმა იელ მაგუაირმა განაცხადა. კომპანია „Mashable“-ს დირექტორთან პიტ კეშმორთან საუბრისას მაგუაირმა განაცხადა, რომ მათი უპილოტო თვითმფრინავები შეძლებენ, რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ჰაერში დაახლოებით 18 000-27 000 მეტრ სიმაღლეზე დარჩნენ.
„Internet.org“-თან თანამშრომლობით ფეისბუქი უკვე განიხილავს მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავების გამოყენების ვარიანტებს, რომლებიც ჰაერში უწყვეტად 5 წლამდე ვადით ფრენას შეძლებენ. მაგუაირის თქმით, მათი მიზნების განსახორციელებლად ჩვეულებრივი უპილოტო თვითმფრინავები საკმარისი არაა, არამედ მათ დაახლოებით „Boeing 747“ -ის ზომის უპილოტო თვითმფრინავები დასჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ერთდროულად  ასობით ასეთ თვითმფრინავზე კონტროლის განხორციელებას შეძლებს. პირველი სატესტო ნიმუშის გაშვებას კომპანია ფეისბუქი უკვე მომავალი წლისათვის გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი