საქართველოს ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

       საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესამსახურის ინფორმაციით, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან. მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს შეხვდება, ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები