ერთი თავდასხმის ისტორია – რატომ სცადა მოზარდმა ელიზაბეთ II-ის მოკვლა
თავდასხმა პოლიტიკოსებზე, სახელმწიფო მეთაურებზეც ან უბრალოდ ცნობილ ხალხზე სულაც არ არის იშვიათობა. ამბობენ, რომ აბსოლუტური ლიდერი თავდასხმებს შორის რჩება კიბის ლიდერი – ფიდელ კასტრო. კომენდანტეს საერთო ჯამში 637-ჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ ის საკუთარი სიკვდილით, თანაც თავისივე საწოლში გარდაიცვალა. რევოლუციონერსა და აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტის პირად მტერთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ვიღაცას სურვილი ჰქონდა – მოეკლა დედოფალი ელიზაბეთ II და მათ შორის იყო მოზარდი.
დედოფალზე რამდენიმე თავდასხმა იყო ორგანიზებული. მაგრამ ყველაზე უცნაური მათ შორის 1981 წელს მოხდა ახალ ზელანდიაში. დედოფლის სიკვდილი სურდა 17 წლის კრისტოფერ ლიუისს. რატო არ მოსწონდა მას დიდი ბრიტანეთის დედოფალი, რომელიც არსებითად არც კი მართავს ქვეყანას?
იმისთვის, რომ ვითარებაში გავერკვიოთ, მიზეზის ძებნა არა დედოფლიდან, არამედ ზუსტად იმ ახალგაზრდიდან უნდა დავიწყოთ. კრისტოფერ ლიუისი ღარიბი ოჯახიდან. მისი მსმელი მამა ოჯახში ტირანი იყო, გამუდმებით სცემდა თავის მეუღლესა და შვილებს. კრისტოფერი, რომელიც დაბადებიდან მხოლოდ ძალადობას ხედავდა სახლში, თავად ასეთი გაიზარდა.
სკოლის პერიოდში ლიუისი ცხოველებს აწვალებდა. ის დაუცველ ცხოველებს კლავდა, ამასთანავე, განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებდა მათი დანაწევრებით და გამოფატვრით.
ბიჭის კუმირი იყო მკვლელი ჩარლს მენსონი – მოზარდის საძინებელში ამ საშინელი სექტანტის რამდენიმე პორტრეტი იყო. მაღალ კლასებში ლიუისი ქუჩის ბანდის წევრი გახდა და უკვე მხოლოდ ცხოველებს აღარ აწვალებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული, რომელიც კრისტოფერმა და მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს, იყო ბანკის გაძარცვა მძევლების აყვანით.
მაშინ არასრულწლოვანი დამნაშავე მცირე სასჯელით გამოვიდა ვითარებიდან და ძალიან მალე გაათავისუფლეს. ამიტომ, როგორც ჩანს, კრისტოფერმა მომხდარიდან გაკვეთილი გამოიტანა და ძალიან მალე თავისი ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი შეკრიბა. მან დაჯგუფებას „საბავშვო-ახალგაზრდული პარტიზანული ჯარი“ დაარქვა. ახალგაზრდები კრიმინალურმა რომანტიკამ მოიცვა. ლიუსს სურდა, რომ მასზე ელაპარაკათ, რომ მისი სახელი გაზეთების პირველ გვერდზე ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც კრისტოფერმა ახალ ზელანდიაში დედოფლის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, რომ ეს მისი შანსია. არასრულწლოვანმა ფსიქოპატმა გადაწყვიტა, სახელი დედოფლის მოკვლით გაეთქვა. ლუისმა თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო.
ელიზაბეთ II კრისტოფერის მშობლიურ ქალაქში 1981 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა. პატარა პროვინციულ ქალაქში დედოფალს ადგილობრივი მუზეუმი უნდა ენახა და პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ლიუისი წვრილკალიბრიანი ვინტოვკით აღიჭურვა და 7-სართულიან შენობაში ჩაუსაფრდა მუზეუმთან ახლოს.
როდესაც დედოფალი თავისი კორტეჟით მუზეუმთან მივიდა, ლიუისი მას საპირფარეშოს ფანჯარაში ელოდა. სროლა იმ მომენტში გაისმა, როდესაც დედოფალი თავისი ,,როლსროისიდან,, ხალხს ესალმებოდა. კრისტოფერმა ელიზაბეთს ტყვია ვერ მოახვედრა. სად წავიდა ის ტყვია, არავინ იცის. არსებობს ვარაუდი, რომ ბიჭმა ცაში გაისროლა. ამ ვერსიის თანახმად, ლიუისს არა დედოფლის სიკვდილი სურდა, არამედ – მისი სახელის გვერდით მოხსენიება. მაგრამ თავად ახალგაზრდამ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა სურდა ახალი ზელანდიის პრობლემებზე.
ლიუისის საუბარი არავის აღელვებდა. გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ მას დედოფლის მოკვლა სურდა. მას ეს მხოლოდ იმიტომ არ გამოუვიდა, რომ სროლის გამოცდილება არ ჰქონდა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ მრავალი წელი გასაიდუმლოებული იყო. ის მხოლოდ 2018 წელს გახმაურდა და ისიც ნაწილობრივ.
შეუმდგარი მკვლელი მოულოდნელად ყველას შეეცოდა. მას ბრალდება მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვისთვის დასდეს. ყველამ, ვინც თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის ხმა გასროლის ხმა არ იყო და მისი ბუნება გაურვეველია. ასე გადაურჩა ლიუისი დიდხნიან პატიმრობას და ის ციხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. იქ ლიუისმა საიდანღაც დანა მოიპოვა და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა. საბედნიეროდ, ეს მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
1995 წელს, როდესაც დედოფალი კვლავ ეწვია ახალ ზელანდიას, ლიუისი დააკავეს და დროებით კუნძულ გრეი-ბარიეტზე გადაიყვანეს.