რა მოხდება, თუ მსჯავრდებული სიკვდილით დასჯას გადარჩება

შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ უფალი ეხმარებოდა სიკვდილით დასჯისგან გადარჩენილს და ეს “ზემოდან” მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი უდანაშაულოა. ძველ რომში არსებობდა კანონიერი წესი Non bis in idem – „არავინ შეიძლება ორჯერ დაისაჯოს ერთი დანაშაულისთვის“. მოქმედებს თუ არა ეს პრინციპი დღეს და რა ემართებათ მათ, ვინც სიკვდილით დასჯას გადაურჩება?

დღევანდელ მსოფლიოში გადარჩენილთა შეწყალების ჰუმანური წესები არ გამოიყენება. დახვრეტის, ჩამოხრჩობის, ელექტრო სკამზე დასმის, გაზის კამერაში ან ინიექციის საშუალებით სიკვდილით დასჯის დროს სასწაულებრივად გადარჩენილს მანამდე გააწამებენ სანამ განაჩენს სისრულეში არ მოიყვანენ.

ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, იმ ქვეყნების კანონებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა, არის სპეციალური ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯილ პირს „სიკვდილის მომენტამდე“ დასჯიან. ანუ სიკვდილმისჯილი სიცოცხლის მოსპობის მეორე მცდელობასაც რომ გადაურჩეს, მესამე განხორციელდება და ა.შ.

და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიაღწია უპრეცედენტო სიმაღლეებს თავისი მსგავსისთვის სიცოცხლის წართმევაში, ზოგჯერ შეცდომები ხდება. 1945 წელს, პირველი დასაბუთებული შემთხვევა მოხდა, როდესაც მსჯავრდებული ადამიანი ელექტრო სკამზე სიკვდილით დასჯას გადაურჩა.

არასრულწლოვანი მკვლელი უილი ფრანსინი სკამზე დასვეს და დენი ჩართეს, მაგრამ ის არ მომკვდარა. ბიჭი ყვიროდა: „გამორთეთ, ჯანდაბა, სუნთქვის საშუალება მომეცით!“. სიკდილით დასჯა შეწყდა, უილის სამედიცინო დახმარება გაუწიეს და საკანში დააბრუნეს. სასჯელაღსრულების იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კონტაქტი გაუმართავი იყო.

სანამ აღჭურვილობის შეკეთებას ცდილობდნენ  ფრენსის ადვოკატმა ბერტრან დებლანკმა დრო არ დაკარგა და ცდილობდა მისი კლიენტის სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. ადვოკატი მივიდა აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მკვლელი ვერ გადაარჩინა. 1947 წლის გაზაფხულზე, პირველი წარუმატებელი მცდელობიდან ორი წლის შემდეგ, სასჯელი იმავე გზით აღსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები