ვარშავაში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიების ინიციატორი პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე იყო, მხარდამჭერები – თავდაცვის სამინისტრო და საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა”.
გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საელჩოში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თემატური ნამუშევრები, რომლებზეც ასახულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის ამსახველი კადრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთში ქართული დიასპორის, ასევე, ქართული და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქეთევან ესიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანი მიროტაძემ, პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ ეკატერინე ლოლაძემ. ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ცნობილი პოლონელი მსახიობი, კატაჟინა პაკოშინსკა.

1554634_931722386841767_72260912874286490_n

10614264_931721810175158_7356914893653854426_n

IMG_5752

10559814_931721780175161_916072072073016720_n

IMG_5693

10580093_931722016841804_6421988417141877928_n

IMG_5657

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wt2A4-5a5ho&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები