პატრულ-ინსპექტორებმა 19 წლის ორსული ინდირა სურმანიძე გადაარჩინეს

19 წლის ორსული ინდირა სურმანიძე პატრულ-ინსპექტორებმა გადაარჩინეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 თვის ორსულს სამშობიარო ტკივილები აწუხებდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მედიკოსებმა დაიგვიანეს და საკუთარი მანქანით გადაწყვიტეს სამშობიარო სახლში მისვლა. გზაში მანქანა გაუფუჭდათ, რა დროსაც დახმარება საპატრულო პოლიციამ გაუწია. პატრულმა თამაზ ლაგვილავამ მეწყვილესთან ერთად ორსული საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ საღამოს 10 საათზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ იმ დროისთვის ჩაქვში ორივე ბრიგადა გამოძახებაზე იყო და ოჯახს დაგვიანების შესახებ შეატყობინეს. ინდირა სურმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები