ტყიბულის მოსახლეობას დათვები ესხმიან თავს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დათვების თავდასხმები გახშირდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელ ჯვარისაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში დათვის შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა. ანალოგიური შემთხვევებია მეზობელ სოფლებშიც – ოჯოლასა და ლაშიაში. დათვი ღამით ტყიდან სოფლებში ჩადის, მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებში შედის, ამტვრევს შინაური ცხოველების სადგომს და იტაცებს ცხოველებს. სოფელმა დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. როგორც მოსახლეობა ამბობს, დათვის მოკვლის უფლება არ აქვთ და შესაბამისი სამსახურიდან დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, არის საფრთხეც, რომ დათვი ადამიანებსაც დაესხას თავს.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები