საინფორმაციო კამპანია – ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია” გრძელდება

თბილისის საკრებულო კამპანიის – „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას “ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.

კამპანიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს წევრებმა, ორგანიზაცია ,,ევროპა დონა საქართველოს” და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, თავისუფლების მოედანზე “ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება. ,,ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები