ლისის ტბაზე საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ლისის ტბაზე, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება „მათემატიკური მარათონი“ გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა გასართობი აქტივობით ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებოდნენ.

მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. დასასრულს კი, ბავშვებისთვის აზოტის შოუ გაიმართა.
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები