გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონში გამგეობა წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ოთხ მისამართზე ახორციელებს.
მათ შორის, დემეტრე თავდადებულის ქუჩასა და I – II ჩიხში. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქსელი 800 გრძივ მეტრზე ეწყობა.
პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 115 000 ლარი დაიხარჯება.
ასევე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა ზაჰესში, აფხაიძის ქუჩის IV შესახვევში, რისთვისაც 28 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები