მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება, დღის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება, დღის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს.

როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგური რეაბილიტაციის შემდეგ შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.

„რაც შეეხება სამუშაოებს, რა თქმა უნდა, სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო არ იქნება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებული და საკმაოდ მოწესრიგებული იქნება. ლამაზი დიზაინი არის. მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა, მოვუხადო საზოგადოებას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა, ამასაც აქვს თავისი ახსნა, რადგან დეტალურად გამოვიკვლიეთ ყველაფერი, არსებული მდგომარეობა, რამდენად გაუძლებს სამუშაოებს, რა პრობლემები იყო, რატომ მოხდა ის, რომ ჭერი ჩამოინგრა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები