ბრიტანეთში კოვიდპასპორტები და ნიღბის ტარების რეჟიმი გაუქმდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კოვიდპასპორტები, დისტანციურად მუშაობისა და საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმა.

ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

„მომავალი კვირის სამშაბათიდან (25 იანვარს) დასრულდება სავალდებულო სერტიფიკაცია, ორგანიზაციებს შეუძლიათ – თავად გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა კოვიდსაშვი, მაგრამ ჩვენ ვამთავრებთ კოვიდსერტიფიკატების სავალდებულო გამოყენებას ინგლისში. მთავრობა აღარ მოითხოვს სახლიდან მუშაობას, ხალხმა დამსაქმებლებთან უნდა განიხილონ ოფისებში დაბრუნების საკითხი. კაბინეტმა დაასკვნა, რომ, შეზღუდვების ვადის ამოწურვის შემდეგ, მთავრობა არ მოითხოვს ნიღბების სავალდებულო ტარებას”, – თქვა ჯონსონმა.

მან ასევე თქვა, რომ გეგმა B, რომელიც დაინერგა “ომიკრონის” შტამის გავრცელების გამო, არ გაგრძელდება 25 იანვრის შემდეგ და ინგლისი უბრუნდება გეგმა A-ს.

ჯონსონმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი უახლოეს დროში COVID-19-ს, როგორც გაციებას – მიუდგება და თვითიზოლაციის სავალდებულო მოთხოვნას მოხსნის.

„რაც შეეხება თვითიზოლაციას, ის კვლავ სავალდებულო მოთხოვნაა კოვიდ-დადებითისთვის. ორშაბათს იზოლაციის პერიოდი შევამცირეთ ხუთ სრულ დღემდე, ორი უარყოფითი ტესტის პირობით. მალე დადგება დრო, როცა შევძლებთ, მოვხსნათ თვითიზოლაციის სავალდებულო მოთხოვნა, ისევე – როგორც ჩვენ არ ვითხოვთ სავალდებულო იზოლაციას გაციებული ადამიანებისთვის“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები