გლდანში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.
გზის საფარი აქ, დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტისთვის 848 025 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას მოწესრიგებული გზა ექნება. ავჭალა 2-ში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები