კახა კალაძე: განვაგრძობთ ჩვენს პოზიტიურ კამპანიას, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისი გუნდი პოზიტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მისივე თქმით, მათ შეიმუშავეს ის გეგმა, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თბილისში არსებულ გამოწვევებს.

„მეორე ტური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. განვაგრძობთ ჩვენს პოზიტიურ კამპანიას, ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ მართლაც ის გუნდი, რომელმაც ბოლო ოთხ წლის განმავლობაში, დაწყებული 2017 წლიდან, ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ ქალაქისთვის. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სივრცეები, თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ დავდეთ სწორედ ის გეგმა, რომელიც ღირსეულად უპასუხებს პრობლემებსა და გამოწვევებს,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები