კალაძე: სამწუხაროა, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას ყურადღება არ ეთმობოდა, პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას, რომელიც მისმა გუნდმა წარმოადგინა, განსაკუთრებული ყურადღება არ დათმობია და ის პოლიტიკურმა საკითხებმა გადაფარა. კალაძის თქმით, არავინ ინტერესედება, თუ რა გეგმები აქვს მასა და მის გუნდს ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც დადო რეალური პროგრამა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა და მთელი ორი თვის განმავლობაში ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, რადგან პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი. არავინ ინტერესდებოდა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა ხედვები გვქონდა, რა პროგრამები. რომ არა ბათუმის უმძიმესი ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და ახლობლებს, საერთოდ ამ თემაზე, ალბათ, ყურადღებას არავინ არ გაამახვილებდა. ზუსტად ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამ ქალაქში. ყველა უბანში, ყველა რაიონში არსებობს ასეთი შენობა-ნაგებობები, 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ პროექტი, რომლითაც მოხერხდება ავარიული სახლების ჩანაცვლება. გარდა ამისა ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული, ამ კორპუსებიდან ხალხი გაყვანილი გვყავს და ქირას უხდის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები