ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

კრწანისის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთილმოეწყობა ტერიტორია მთლიანი ღობით, დეკორატიული ფილებით, საბავშვო კუთხით, დასასვენებელი სივრცეებით და თანამედროვე ინვენტარით. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები და  განთავსდება სპორტული მოედანი.
კრწანისის რაიონში, 2018 წლიდან დღემდე, მოეწყო და რეაბილიტირდა 70-მდე სკვერი. ჯამურად, 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები