კახა კალაძემ სპორტსმენებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა

თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. კალაძის განმარტებით, შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად ბევრ ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს მისი გუნდი მომავალი 4 წლის განმავლობაში.

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა. პარალელურად, ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია ადამიანებთან კომუნიკაცია. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კალაძემ და თბილისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები