ვაზისუბანში ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცე მოაწყო. 133 კვ.მ. ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ამ ეზოს ბინადარი ქუჩის ძაღლისთვის სახლი დაამზადა.
პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები