კახა კალაძე: ქუჩის ცხოველების პრობლემა არსებობს, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს ცვლილებები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრას გეგმავს. მერის თქმით, პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

„ქუჩის ცხოველების პრობლემა არსებობს, რაც დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. მე ჩემს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი მაქვს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ და აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ცხოველების მოკვლას, რაც წლების წინ ხდებოდა. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ცხოველებთან. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს ცვლილებები არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე ვპირდები თბილისელებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები