კახა კალაძე: განვლილი 4 წელი ნამდვილად მეამაყება, ჩვენ მყარი საფუძველი ჩავუყარეთ „სიცოცხლით სავსე ქალაქს“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, განვლილ 4 წელიწადში მისმა გუნდა ყველა მიმართულებით ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. როგორც მოქმედმა მერმა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გაამრთულ დებატებზე აღნიშნა, მას ეამაყება განვლილი პერიოდი.

„ჩვენ 2017 წლიდან ჩავუყარეთ მყარი საფუძველი „სიცოცხლით სავსე ქალაქს“. უამრავი პრობლემა იყო ყველა მიმართულებით. განვლილი 4 წელი ნამდვილად მეამაყება, რადგან, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით შევძელით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება. ეს არის რეკრეაციული სივრცეები, პარკებისა და სკვერების განახლება-მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.

მინდა, საზოგადოებას სიახლეების შესახებაც ვუთხრა. ეს არის ურბანული პოლიტიკა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ინფრასტრუქტურის განვითარება-მოწესრიგება, კონკრეტული ქუჩების, კონკრეტული გამზირების რეაბილიტაცია, ძველი თბილისის მოწესრიგება,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები