კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში

თბილისის მოქმედი მერის და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის,  კახა კალაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ კახა კალაძემ მერობის თექვსმეტივე კანდიდატთან გამართულ დებატებში აღნიშნა, მას და მის გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი.

„მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 22 ოქტომბერს გაიამრთება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – და დავიწყეთ კონკრეტული მიმართულებების დეტალურად გაშლა.

ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება 6 ძირითადი პოლიტიკისგან: ურბანული პოლიტიკა; სატრანსპორტო; გარემოს დაცვის პოლიტიკა; სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები; განათლება; კულტურა, ახლაგაზრდობა და სპორტი და რამდენიმე დღეში გავაჟღერებთ ჩვენს ხედვებს მართვისა და ეკონომიკის მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები