კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს ბინების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს შეხვდა და ბინების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა. აღნიშნულის შესახებ მან საკუთარი ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო ის პროგრამა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სასურველი ფართების დაკანონებაში ეხმარება. დღეს, დაახლოებით, 36 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ. ეს არის შენობა-ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრება იყო და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ ფართებში. გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ აღნიშნულის დაკანონებას. ძალიან მიხარია ეს, როგორც ქალაქის მერს. უკვე 2000-მდე ოჯახს მიეცა საშუალება, რომ დაეკანონებინათ კონკრეტული ფართები და გამხდარიყო მათი საკუთრება. ვულოცავ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა მივმართო ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს: უნდა მიმართოთ იმ რაიონის გამგეობას, სადაც თქვენ ცხოვრობთ და გაქვთ ეს კონკრეტული ფართები. ეწვიეთ კონკრეტულ გამგეობას და იქ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ უკვე მოხდეს თქვენთვის ამ ფართების საკუთრებაში გადაცემა”,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები