კახა კალაძე: ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით, გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ მოგვარდეს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. მისივე თქმით, თბილისის მერია ამ ხედვას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

„ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით, გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება, რადგან გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ადამიანებისთვის, თვითონ ძაღლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან.

უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას, რა უნდა გაკეთდეს. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მოწესრიგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები