კახა კალაძე: მე, როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ

“ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს – კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში მოსულ აღსაზრდელებს სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

„მე, როგორც ოთხი შვილის მამას, ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ თანამედროვე სტანდარტები ბაღებისთვის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. შეგიძლიათ, ნახოთ, როგორი სისუფთავე, დიზაინი, კვებაა  ჩვენ მიერ აშენებულ ბაღებში. ასევე, მოხდა ავარიული ბაღების დემონტაჟი და ზოგ შემთხვევაში გამაგრება-რეაბილიტაცია. ის, რომ ყოველწლიურად საბავშვო ბაღებში  აღსაზრდელთა რიცხვი იზრდება, მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბავშო ბაღებში მოსულ პატარებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები