ნათია თურნავა: ავიაციის სექტორში დასაქმებულები პრიორიტეტულად აიცრებიან

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, ამას დაემატა ავიაციაში დასაქმებულთა აცრებიც.

როგორც ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინირებულებს დაემატებიან მფრინავებიც.

„ბორტგამცილებლები, მფრინავები, დისპეტჩერები და სხვა კატეგორიის თანამშრომლები ვაქცინირებულები იქნებიან პრიორიტეტულად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის შესაძლებლობებსა და მიმზიდველობას“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები