ევროპარლამენტის პრეზიდენტი კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ – გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას, მრავალი საერთო გამოწვევის გადასაჭრელად

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი საქართველოს პარლამენტის სპიკერთან კახა კუჭავასთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.

როგორც  ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დაწერა მიესალმება  საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას ძლიერი პარლამენტის შექმნისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის შესახებ.

„შესანიშნავი შეხვედრა შედგა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, კახა კუჭავასთან. მივესალმები საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას ძლიერი პარლამენტის შექმნისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის შესახებ.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას, მრავალი საერთო გამოწვევის გადასაჭრელად“, – დაწერა დავიდ სასოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები