ევროპარლამენტის პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. ის საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოიწვია.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, სასოლმა მიწვევა სიხარულით მიიღო. ეს საქართველოში ევროპარლამენტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები