გიორგი ბარამიძე: რომელია მთავარი – დასავლეთის მხარდაჭერა თუ ხალხის მხარდაჭერა?

“მაშინ იქნება ჩიხში „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ასეთ მდგომარეობაში პარტიის პოლიტიკური ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ხალხი მიიღებს უმრავლესობით დემოკრატიული წესით, უკვე იმას ვერავინ ვერ შეედავება ვერცერთი ჩვენთაგანი. მაგალითად, თუ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევიდეთ პარლამენტში, მეც აბსოლუტურად დაწყნარებული შემეძლება, ვთქვა, რომ ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ეს უნდა ხალხს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში ვიღაც ან შეცდებოდა ან გაიყიდებოდა.

“ყველამ ერთად ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამ ბრძოლაში რაღაც მომენტში ვიღაცა ან შეცდებოდა, ან გატყდებოდა, ან გაიყიდებოდა. ამას ამაზე წინასწარ ვლაპარაკობდით კიდეც და ვამბობდით, რომ იმედი გვაქვს ეს არ მოხდება.

მთავარი რამ, არალეგიტიმურობა, არ დამთავრებულა, არალეგიტიმურობაა მთავარი და იმიტომ არ შევდიოდით, იმიტომ ვითხოვდით ვადამდელ არჩევნებს და ამას უნდა მივაღწიოთ“ , – განაცხადა ბარამიძემ.

წამყვანის კითხვაზე, გარეთ დარჩენა დასავლეთის მხარდაჭერას დააკარგინებს თუ არა პარტიას, ბარამიძე პასუხობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია , მაგრამ „თუ არჩევანია ან ერთი ან მეორე, ხალხის მხარდაჭერა მინდა, იმიტომ რომ მე ქართველ ხალხს წარმოვადგენ“.

„დასავლეთის მხარდაჭერა აქვს უფრო მეტად შესვლის მოთხოვნას, მაგრამ მე ვთქვი, რომ მარგინალიზაცია არ მოხდება. რომელია მთავარი – დასავლეთის მხარდაჭერა თუ ხალხის მხარდაჭერა? კი ბატონო, დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ორივე გვქონდეს, მაგრამ თუ არჩევანია ან ერთი ან მეორე, ხალხის მხარდაჭერა მინდა, იმიტომ რომ მე ქართველ ხალხს წარმოვადგენ და არა რომელიმე ევროპელ დიპლომატს ან პოლიტიკოსს“ , – განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები